saqarTvelos uReltexilebi - gavaris uReltexili

კოორდინატები 41°14`02` ჩ. გ. 43°56`42` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის და დმანისის მუნიციპალიტეტები
სიმაღლე 2720 მ
ქედი ჯავახეთის ქედი
მავალი გზა საცალფეხო ბილიკი
აკავშირებს მადათაფის ტბის აუზს მაშავერის აუზთან
ამგებელი ქანები ვულკანური ქანები
ფლორა ალპური და სუბალპური მდელოები

 

უღელტეხილი საქართველოში, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე, მთა დალიდაღის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2720 მ. აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული და ბაზალტური ლავებით. დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო ბილიკი, რომელიც აერთებს მადათაფის ტბის აუზს მდინარე მაშავერის აუზთან.